saqarTvelos uReltexilebi - rikoTis uReltexili
კოორდინატები | 42°03`09` ჩ. გ. 43°29`31` ა. გ. |
ტერიტორიული ერთეული | ხარაგაულის და ხაშურის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 996 მ |
ქედი | ლიხის ქედი |
აკავშირებს | თბილისისა და ქუთაისის ავტომაგისტრალს |
ამგებელი ქანები | გრანიტოიდები |
ფლორა | ფართოფოთლოვანი ტყე |
უღელტეხილი ლიხის ქედის სამხრეთ მონაკვეთზე, მდინარე რიკოთულის (ძირულას მარცხენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე 996 მ. მიდამო აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით, შემოსილია კოლხური ტიპის შერეული ფართოფოთლოვანი ტყით. უღელტეხილზე გადადის თბილისი - ქუთაისის ავტომაგისტრალი.
1982 წელს უღელტეხილის ქვეშ გაიხსნა საავტომობილო გვირაბი სიგრძით 1722 მ. 2010 წელს დაიწყო რიკოთის გვირაბის განახლება, რომელიც 2011 წლის ნოემბერში დასრულდა.